Apply now »

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

Date:  Nov 13, 2023
Location: 

Tbilisi, GE

Company:  Rompetrol Georgia

რომპეტროლ საქართველო ეძებს ახალ თანამშრომელს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: რომპეტროლის Fill&Go ბარათებისა და ჩიპების დამზადების პროცესის უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მუდმივად ინარჩუნებს კონტაქტს Fill&Go პროდუქტის უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე კლიენტებთან, კორპორატიული პროდუქტის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული ყველა საკითხისა თუ პრობლემის/ხარვეზის აღმოსაფხვრელად;
  • აკონტროლებს დამკვეთის შეკვეთების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობას. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს;
  • ზედამხედველობას უწევს სამონტაჟო მასალების მარაგს, მარაგების შემცირების შემთხვევაში მიმართავს შესაბამის ზომებს;
  •  საჭიროებიდან გამომდინარე, მსხვილ ავტოპარკებში ახორციელებს მოწყობილობების დამონტაჟებას;
  •  აღრიცხავს ყველა დაყენებულ მოწყობილობას;
  •  სხვა, პოზიციასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • ტექნიკური მხარდაჭერის სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;
  • ინგლისურის ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შევასოთ სააპლიკაციო ფორმა და თან დაურთოთ თქვენი რეზიუმე. სააპლიკაციო ფორმის გასახსნელად გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს: „apply now”.

 

არ გამოტო შესაძლებლობა დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდე რომპეტროლის დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას რომპეტროლ საქართველოს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულსამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმეგანაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

 

Apply now »