Apply now »

QHSE Coordinator II

Date:  Apr 2, 2024
Location: 

Tbilisi, GE

Company:  Rompetrol Georgia

შპს. „რომპეტროლ საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას QHSE კოორდინატორის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #12, King David-ის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: სრული

 

პოზიციის მიზანი:
შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზაცია და კონტროლი;

 

ფუნქცია-მოვალეობები:
•    სამუშაო პროცესის მუდმივი კონტროლი, რათა დასაქმებულებმა გამოიყენონ და დაიცვან უსაფრთხოების წესები და პროცედურები ავარიების/ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და მათი შესაძლო შედეგების შემცირების მიზნით;
•    ჯგუფის პროცედურებზე დაყრდნობით ავტოგასამართი სადგურების, ნავთობბაზებისა და ბაზრების რისკის შეფასება.
•    განახორციელოს ავტოგასამართი სადგურების ინსპექტირება და აუდიტი, მოამზადოს ანგარიშები და მიაწოდოს შესაბამის განყოფილებებს.
•    კომპანიის გარემოსდაცვით საკითხებში აქტიური ჩართვა, როგორიცაა ნარჩენების მართვის ანგარიში, ჰაერის დაბინძურების შესახებ ანგარიშები და დოკუმენტების განხილვა.
•    ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზის პერსონალის, ასევე სათაო ოფისის თანამშრომლებისა და კონტრაქტორი პერსონალის ინსტრუქტაჟი უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებში.
•    კომპანიაში დასაქმებულ პერონალთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა მათი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მთელ რიგზე, ინსპექტირების, აუდიტის, ანგარიშების რეკომენდაციების, კანონმდებლობის ცვლილებებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული რჩევების შესახებ;
•    უზრუნველყოს შრომის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ადეკვატური სასწავლო პროგრამის შემუშავება და თანამშრომელთა შორის უსაფრთხოების კულტურის წახალისება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი - დომენი: ტექნიკური /საინჟინერო/HSE ხელმძღვანელის სასწავლო კურსის პაკეტი (საერთაშორისო პროექტები)
•    შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის  სერტიფიკატი
•    გარემოს დაცვის აკრედიტებული მმართველის სერტიფიკატი
•    ავტომობილის მართვის მოწმობა, კლასი „B”
•    საკუთარი ავტომობილი
•    სამუშაო გამოცდილება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროში - 1 წელი
•    კომპიუტერული პროგრამები: MS Office 
•    უცხო ენები: ინგლისური (საშუალო დონე)

 

თქვენ დაგხვდებათ: 

•    პროფესიონალებით დაკომპლექტებული საერთაშორისო გარემო
•    კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევის  პაკეტი
•    სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები
•    მოკლე სამუშაო დღე პარასკევს


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი, "apply now" ღილაკზე გადასვლით და თან დაურთოთ თქვენი განახლებული რეზიუმე (CV) ინგლისურად. 

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 

Apply now »